Accentnews.ge
ელჩი: გერმანიიდან მესამე "პატრიოტის" სისტემა ჩავიდა უკრაინაში

ელჩი: გერმანიიდან მესამე "პატრიოტის" სისტემა ჩავიდა უკრაინაში

05/07/2024 10:51:02 მსოფლიო

გერმანიიდან მესამე "პატრიოტის" საზენიტო–სარაკეტო სისტემა (SAM) ჩავიდა უკრაინაში, განაცხადა გერმანიის ელჩმა უკრაინაში მარტინ იეგერმა.

„ის გააძლიერებს ქვეყნის მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დაცვას თვითმფრინავებისგან, რაკეტებისა და დრონებისგან. სისტემის უკრაინულმა ეკიპაჟმა წარმატებით გაიარა შესაბამისი წვრთნა გერმანიაში ბოლო თვეების განმავლობაში“, - განაცხადა დიპლომატმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივნისს ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება მინიმუმ შვიდი პატრიოტის სისტემა, რათა დაიცვას მთავარი ურბანული რაიონები რუსული თავდასხმებისგან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S