Accentnews.ge
სიცილიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

სიცილიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

05/07/2024 11:04:16 ევროპა

ევროპის ყველაზე მაღალი აქტიური ვულკანის, ეტნას ერთ-ერთმა დიდმა კრატერმა სიცილიაში გაიღვიძა. 3300 მეტრის სიმაღლიდან ფერდობებზე ლავის ნაკადები მოედინება.

როგორც Euronews იტყობინება, ამ დროისთვის ეტნას აქტივობა საშუალოზე დაბალია, მაგრამ იტალიის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ყვითელი დონე გამოაცხადა იმის გათვალისწინებით, რომ სიტუაცია შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ეტნას სიმაღლე 3357 მეტრია. ვულკანს აქვს 200-დან 400-მდე გვერდითი ვულკანური კრატერი. მათგან ლავა რამდენიმე თვეში ერთხელ იფრქვევა.

ეტნას გააქტიურებას ასევე დაემატა ვულკან სტრომბოლის ამოფრქვევა, რომელიც სიცილიის მახლობლად მდებარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S