
წალენჯიხაში მოზარდი დაჭრეს
05/07/2024 11:31:23 სამართალი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი დაჭრეს.
არსებული ცნობებით, დაპირისპირება მდინარესთა მოხდა, სადაც მოზარდები საბანაოდ იმყოფებოდნენ.
დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.