
ლატვია უკრაინას ამ თვეში 2500-ზე მეტ დრონს გაუგზავნის
05/07/2024 12:20:44 მსოფლიო
ლატვიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რიგა უკრაინას მიმდინარე თვეში 4 მლნ ევროს ღირებულების სხვადასხვა ტიპის 2500-ზე მეტ საბრძოლო დრონს გაუგზავნის.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირველი პარტია – 300 დრონი კიევში უახლოეს დღეებში გაიგზავნება.
თავდაცვის მინისტრ ანდრის სპრუდსის თქმით, უკრაინისთვის გასაგზავნი 2500 უპილოტო თვითმფრინავი შვიდმა ლატვიურმა კომპანიამ აწარმოა.