
ზელენსკი უარყოფს ერმაკის დიდ გავლენას
05/07/2024 12:42:54 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ანდრი ერმაკს თავის გუნდში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მენეჯერად მიიჩნევს, თუმცა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაჭარბებული გავლენის შესახებ ცნობებს დეზინფორმაციას უწოდებს. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ისაუბრა.
"ეს ყველაფერი ხდება ჩემზე თავდასხმისთვის – რუსეთმა ბევრი სხვადასხვა დეზინფორმაცია გაავრცელა, რომ გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ, მაგრამ ზოგიერთი ჩრდილოვანი ადამიანი წყვეტს, რომ პრეზიდენტი არ აკონტროლებს პარტიას ან არ აქვს გავლენა გარკვეულ მინისტრებზე.
არ მინდა, გავლენის მოხდენა. არსებობს კანონი. მე ვარ პრეზიდენტი უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით. ერმაკი ძლიერი მენეჯერია. მე პატივს ვცემ მას მისი შედეგებისთვის. ის აკეთებს იმას, რასაც მე ვეუბნები და ასრულებს ამ დავალებებს",– თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, "პრეზიდენტის ავტორიტეტზე დარტყმა" არის მისით უკმაყოფილოთა სტრატეგია. ზელენსკიმ თქვა, რომ მისი პერსონალური განადგურების მცდელობები უკრაინის ოკუპაციის ერთ-ერთი გეგმაა:
"უკრაინის სუსტი პრეზიდენტი არის შესაძლებლობა წაართვან ქვეყანას ტერიტორიის ნახევარი, ეს არის შესაძლებლობა შეაჩერონ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ეს არის შესაძლებლობა გამაჩუმონ, ეს არის შესაძლებლობა, მოიყვანონ სხვა ადამიანი უკრაინის სათავეში, რომელსაც არ ექნება გავლენა საზოგადოებაზე."