ქაცარავას პროცესი დასრულდა: "ეს საქმე თავიდან ბოლომდე ფაბრიკაციაა, მიზანია ჩემზე მოახდინოს ზეწოლა, მაიძულოს უარი ვთქვა ბრძოლაზე"

05-07-2024 17:33:43 სამართალი

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერის დავით ქაცარავას სასამართლო პროცესი დასრულდა. მას "აგენტების კანონის" საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის - პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა, წვრილმან ხულიგნობა - დარღვევას ედავებიან.

ქაცარავას თქმით, ორივე მოწმე პოლიციელის ჩვენება ურთიერთგამომრიცხავი იყო და არცერთს ჩართული არ ჰქონია სამხრე კამერები. იგი ფიქრობს, რომ "ეს საქმე თავიდან ბოლომდე ფაბრიკაციაა, რომლის მიზანია მასზე მოახდინოს ზეწოლა, დამაშინოს და მაიძულოს უარი ვთქვა ბრძოლაზე".

"დასრულდა დღევანდელი სასამართლო, სადაც მასამართლებენ 2 მუხლით, 166/1 და 173/1, პოლიციის დაუმორჩილებლობა, წინააღმდეგობის გაწევა, ხულიგნობა. როგორც ვვარაუდობდი და ეს ვარაუდი არაერთხელ გავაჟღერე კიდეც, მოწმეებად მოიყვანეს 2 პოლიციელი, რომლებსაც როგორც აღმოჩნდა და როგორც ვივარაუდე, სამხრე კამერები არ ჰქონდათ ჩართული და შესაბამისად, არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდათ. 2-ვე პოლიციელის ჩვენება ერთმანეთს აცდენილი იყო და ურთიერთგამომრიცხავი. ეს საქმე თავიდან ბოლომდე ფაბრიკაციაა, რომლის მიზანია ჩემზე მოახდინოს ზეწოლა, დამაშინოს და მაიძულოს უარი ვთქვა ბრძოლაზე. მალე მოვა ის დღე, როდესაც ყველა კანონ დამრღვევს მოგიწევთ კანონის წინაშე, კანონის სრული სიმკაცრით პასუხისგება. დრონი მეფობენ, დრონი", - წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები