Accentnews.ge
ამინდის 7 ივლისის პროგნოზი

ამინდის 7 ივლისის პროგნოზი

07/07/2024 04:16:40 საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, 7 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერებაც.

"7 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე, შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S