
გახარია მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე - მაინცდამაინც დაგასპოილეროთ? დაელოდეთ ფინალურ სერიას
17/01/2020 07:54:49 საშინაო პოლიტიკა
დაველოდოთ ფინალს და ვნახოთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა მთავრობის მეთაურის ცვლილება.
„ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ, რომ დაგასპოილეროთ? დაელოდეთ ფინალურ სერიას. მთავრობის სხდომა მაქვს და ცოტა მეჩქარება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.