Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "ერთადერთი გზა პუტინის დასარწმუნებლად, რომ იგი ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე, არის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა"

სტოლტენბერგი: "ერთადერთი გზა პუტინის დასარწმუნებლად, რომ იგი ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე, არის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა"

08/07/2024 06:53:49 მსოფლიო

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, "ერთადერთი გზა პუტინის დასარწმუნებლად, რომ იგი ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე არის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა". ამის შესახებ მან CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

"იგი [პუტინი უნდა დაჯდეს [მოლაპარაკებების მაგიდასთან] და მიიღოს საკითხის ისეთი გადაწყვეტა, სადაც უკრაინა არის სუვერენული, დამოუკიდებელი ერი ევროპაში. ერთადერთი გზა პუტინის დასარწმუნებლად, რომ იგი ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე არის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. ასე რომ, მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა, რომელიც უკრაინისთვის გრძელვადიანი იქნება, მოითხოვს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ვაშინგტონის სამიტზე გამოცხადდება ახალი ინიციატივები უკრაინის დასახმარებლად:

"ჩვენ გვექნება სარდლობა გერმანიაში და ლოგისტიკური ჰაბები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და ასევე წვრთნები უკრაინული ძალებისთვის. ეს იქნება სამიტის დიდი და მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ძლიერ ჩარჩოს უკრაინისადმი ჩვენს მხარდასაჭერად“.

NATO-ს საიუბილეო სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S