Accentnews.ge
ნანა ლეჟავამ TV24 დატოვა

ნანა ლეჟავამ TV24 დატოვა

08/07/2024 07:49:45 საზოგადოება

ტელეკომპანია TV24 არხის დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების თანაწამყვანმა ნანა ლეჟავამ დატოვა.

„[გადაწყვეტილება] არ ეხება სარედაქციო პოლიტიკას. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ არანაირი ფორმით არ დარჩეს არხზე“, - განუცხადა "რადიო თავისუფლებას" ტელეარხის საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა იმედა დარსალიამ. იმედა დარსალია.

მისივე თქმით, ნანა ლეჟავამ გადაწყვეტილება ფინანსური საკითხების გამო მიიღო, თუმცა იგი უარყოფს, რომ არხის თანამშრომლებს ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ:

„პირველი თვის ხელფასი ჩაირიცხა, მეორე თვის დღეს ირიცხება...“

TV24-მა საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყო. არხი „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატსა და მილიონერი ბიზნესმენის შოთა შალელაშვილის ოჯახმა დააფუძნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S