
საელჩო: ელჩის ხელმძღვანელობით 45 ქართველი ბიზნესპერსონა უდიდეს საინვესტიციო სამიტს SelectUSA დაესწრო, აშშ საქართველოსთან ეკონომიკური პარტნიორობის ერთგული რჩება
08/07/2024 08:40:40 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოში აშშ–ის საელჩოს ცნობით, შეერთებული შტატები საქართველოსთან ეკონომიკური პარტნიორობის ერთგული რჩება.
"ხშირად წარმატებისთვის მხოლოდ შესაძლებლობის ფანჯარაა საკმარისი. ჩვენ ასეთ შესაძლებლობას ვქმნით ქართველი ადამიანებისთვის, რომლებსაც უნიკალური იდეები და ბიზნესები აქვთ. მათ ამერიკულ ბაზარზე გასვლაში ვეხმარებით.
ელჩი დანიგანის ხელმძღვანელობით ორმოცდახუთი ბიზნესპერსონა საქართველოდან ჩავიდა SelectUSA უდიდეს საინვესტიციო სამიტზე, რომელიც ხელს უწყობს შეერთებულ შტატებში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ამ რამდენიმედღიანი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ში ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებით შედგა შეხვედრები ინვესტორებთან და აშშ-ის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ასევე, მოხდა ბიზნესიდეების წარდგენა.
ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად. შეერთებული შტატები ამ ეკონომიკური პარტნიორობის ერთგული რჩება", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.