Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა

08/07/2024 08:57:24 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა, – იუწყებიან უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა, მედია და ტელეგრამის არხები.

როგორც იტყობინებიან, რაკეტები კასპიის ზღვის აკვატორიიდან სტრატეგიული ბომბდამშენებიდან გაუშვეს. გარდა ამისა, დაუდასტურებელი მონაცემებით, გაშვებულია ბალისტიკური რაკეტებიც.

უკრაინის მთელს ტერიტორიაზე განგაში გამოცხადდა. კიევში ისმოდა აფეთქებების ხმა. ხელისუფლების ცნობით, მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემები.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დაშავებულები არიან ქალაქის სოლომენსკის რაიონში. უკრაინული ტელეგრამ–არხები წერენ „ძლიერი დაკვამლიანების“ შესახებ კიევში. ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რაკეტების ნამსხვრევები ჩამოვარდა ქალაქის რამდენიმე რაიონში, გაჩნდა ხანძარი. სხვა დეტალების შესახებ ცნობები ჯერ–ჯერობით არ გავრცელებულა.

ასევე იტყობინებიან აფეთქებების შესახებ კროპივიცკისა და კრივოი-როგში, უკრაინის ცენტრალურ ნაწილში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S