
ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა
08/07/2024 10:27:18 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავაში ჩავიდა, - იუწყება უკრაინული მედია.
ვიზიტის ფარგლებში უკრაინის ლიდერი პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდება.
გამოცემა wprost წერს, რომ ქვეყნების ლიდერები, სავარაუდოდ, უსაფრთხოების სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
უკრაინის პრეზიდენტი, პოლონეთის შემდეგ ვაშინგტონში ნატო-ს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრება.