
კლიმატის ცვლილების ევროპული სამსახური: ისტორიაში პირველად, 2024 წლის ივნისი ყველაზე ცხელი იყო
08/07/2024 10:40:45 მსოფლიო
კლიმატის ცვლილების ევროპულ სამსახური: ისტორიაში პირველად, 2024 წლის ივნისი ყველაზე ცხელი იყო, – იტყობინება Reuters.
2023 წლის ივნისიდან მოყოლებული ყოველი თვე ყველაზე ცხელ თვედ ითვლება წინა წლების შესაბამის თვესთან შედარებით. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, წლევანდელმა წელმა შესაძლოა, კლიმატის სფეროში გასული წლის რეკორდები მოხსნას.
როგორც Reuters აღნიშნავს, წელს კლიმატის ცვლილებამ უკვე გამოიწვია კატასტროფული შედეგები მთელს მსოფლიოში. ივნისში საუდის არაბეთში, ჰაჯის - მექაში მომლოცველობის - დროს განსაკუთრებული სიცხის შედეგად ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სიცხისგან სიკვდილი დაფიქსირდა ინდოეთის დედაქალაქ დელიშიც. ივლისის დასაწყისში რუსეთის ევროპული ნაწილი არანორმალურმა სიცხემ მოიცვა.