Accentnews.ge
უკრაინამ და პოლონეთმა უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და პოლონეთმა უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს

08/07/2024 12:24:32 მსოფლიო

უკრაინამ და პოლონეთმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს.

დოკუმენტს ხელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვარშავაში ვიზიტის დროს მოაწერეს. შეთანხმებას პოლონეთის მხრიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მოაწერა ხელი.

შეთანხმების მიხედვით, 2024 წელს პოლონეთი უზრუნველყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან სამხედრო დახმარების პაკეტს და გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.

ვარშავა განიხილავს მიგ-29-ის მინიმუმ, ერთი დამატებითი ესკადრილიის (მინიმუმ, 14 გამანადგურებელი) უკრაინისთვის მიწოდების შესაძლებლობას.

ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში დღეს ჩავიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S