
იტალია უკრაინაში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოზე დარტყმის გამო რუსეთს ომის დანაშაულში ადანაშაულებს
08/07/2024 12:34:31 მსოფლიო
იტალია უკრაინაში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოზე დარტყმის გამო რუსეთს ომის დანაშაულში ადანაშაულებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდა.
"ომის დანაშაული მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს', – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, "იტალიის მთავრობა გააგრძელებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის სუვერენიტეტის დაცვას“.
უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა, – იუწყება Reuters.
კიევის გარდა, რუსეთის სამიზნე გახდა ქალაქები: პოკროვსკის, დნიპროს, კრივი რიჰის, სლოვიანსკისა და კრამატორსკი.
კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ოკუპანტებმა დაარტყეს კიევში მდებარე ბავშვთა კლინიკის ერთ-ერთ შენობასაც.