Accentnews.ge
ლანდსბერგისი: "პუტინი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით NATO-ს სამიტს სალამს უგზავნის"

ლანდსბერგისი: "პუტინი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით NATO-ს სამიტს სალამს უგზავნის"

08/07/2024 13:05:21 მსოფლიო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი რუსების მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის ფაქტს ეხმიანება.

"პუტინი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით NATO-ს სამიტს სალამს უგზავნის, თითქოს რაიმე განმარტება იყო საჭირო იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ჰქონდეს უკრაინას ახლა ყველა შესაძლო მხარდაჭერა და მომავალში უსაფრთხოების რეალური გარანტიები", – წერს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში.

უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა, – იუწყება Reuters.

კიევის გარდა, რუსეთის სამიზნე გახდა ქალაქები: პოკროვსკის, დნიპროს, კრივი რიჰის, სლოვიანსკისა და კრამატორსკი.

კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ოკუპანტებმა დაარტყეს კიევში მდებარე ბავშვთა კლინიკის ერთ-ერთ შენობასაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S