Accentnews.ge
ბორელი – უკრაინაში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვაზე: "რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს"

ბორელი – უკრაინაში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვაზე: "რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს"

08/07/2024 13:50:44 მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი რუსების მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის ფაქტს ეხმიანება.

"რუსეთი მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის მიზანში ამოღებას აგრძელებს. დღევანდელი საჰაერო თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, კიევის ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო განადგურდა. უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს, წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა, – იუწყება Reuters.

კიევის გარდა, რუსეთის სამიზნე გახდა ქალაქები: პოკროვსკის, დნიპროს, კრივი რიჰის, სლოვიანსკისა და კრამატორსკი.

კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ოკუპანტებმა დაარტყეს კიევში მდებარე ბავშვთა კლინიკის ერთ-ერთ შენობასაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S