
რუსული შეტევის შედეგად მსხვერპლის შესახებ კიევის კიდევ ერთი საავადმყოფოდან იუწყებიან
08/07/2024 14:19:30 მსოფლიო
რუსული შეტევის შედეგად მსხვერპლის შესახებ კიევის კიდევ ერთი საავადმყოფოდან იუწყებიან.
უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, კიევის დნიპროვსკის რაიონში მდებარე "ისიდას" სამშობიარო სახლს რაკეტის ნამსხვრევები დაეცა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, – იტყობინება The Guardian.
უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა. კიევის გარდა, რუსეთის სამიზნე გახდა ქალაქები: პოკროვსკი, დნიპრო, კრივი რიჰი, სლოვიანსკი და კრამატორსკი.
კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ოკუპანტებმა დაარტყეს კიევში მდებარე ბავშვთა კლინიკის ერთ-ერთ შენობასაც.