Accentnews.ge
კირ სტრამერი: ჩვენი მხარდაჭერა არ შესუსტდება

კირ სტრამერი: ჩვენი მხარდაჭერა არ შესუსტდება

08/07/2024 14:26:11 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ამაზრზენს უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა არ შესუსტდება.

„უდანაშაულო ბავშვებზე თავდასხმა. ყველაზე ამაზრზენი ქმედება. ჩვენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით ვდგავართ - ჩვენი მხარდაჭერა არ შესუსტდება“, - წერს კირ სტარმერი X-ზე.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 30-მდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. რუსებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს, სადაც ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი და დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S