Accentnews.ge
მოდი მოსკოვში ჩავიდა

მოდი მოსკოვში ჩავიდა

08/07/2024 15:33:13 მსოფლიო

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ჩავიდა, - ამის შესახებ თავად ნარენდრა მოდი იტყობინება სოციალური ქსელის მეშვეობით.

„მოუთმენლად ველით ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული და პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას“, - დაწერა მან X-ზე.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ინდოეთს შორის კავშირების განმტკიცება ორივე ქვეყნის ხალხს დიდ სარგებელს მოუტანს.

როგორც დაანონსდა, ვლადიმირ პუტინსა და ნარენდრა მოდის შორის ოფიციალური მოლაპარაკებები 9 ივლისს გაიმართება.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვმა აღნიშნა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მოსკოვში ვიზიტს კრემლი „უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს“.

ბოლოს ინდოეთის პრემიერი რუსეთს 2019 წელს სტუმრობდა.

უკრაინაში რუსეთის ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრისა და შემდგომი დასავლური სანქციების დაწყების შემდეგ, ინდოეთი გახდა რუსული ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მყიდველი.

ინდოეთმა ხელი არ მოაწერა შვეიცარიაში გამართული, უკრაინაში მშვიდობის საერთაშორისო კონფერენციის საბოლოო კომუნიკეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S