08-07-2024 23:08:52 ევროპა ,მსოფლიო
პოლონეთის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩინელმა და ბელარუსმა ჯარისკაცებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო "ბელტა" იტყობინება.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები „არწივის თავდასხმა“ ქალაქ ბრესტის ბაზაზე მიმდინარეობს.
ანტიტერორისტული წვრთნების დროს ორივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები ივარჯიშებენ ღამის დაშვებაში, წყლის დაბრკოლებების გადალახვასა და დასახლებულ პუნქტებში ოპერაციებში.
„დანაყოფები გარკვეულ ეტაპებზე იქნება კონსოლიდირებული, ისინი ერთობლივად იმოქმედებენ”, –თქვა ბელარუსის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციის ძალების მეთაურმა ვადიმ დენისენკომ.
როგორც განაცხადეს, ბრესტში წვრთნები 19 ივლისამდე გაგრძელდება.