ლევან კობიაშვილი: ვილი სანიოლს უკვე ვესაუბრეთ, თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარის სურვილია

08-07-2024 23:41:31 საზოგადოება ,ციტატა

„ვილი სანიოლს წლის ბოლომდე აქვს მოქმედი ხელშეკრულება და საქართველოს ნაკრებში მუშაობას აგრძელებს. მასთან სამომავლო გეგმებზე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდეც ვისაუბრეთ. ჩვენი სურვილია, რომ ის საქართველოს ნაკრებში დარჩეს. მისი პოზიციაც ვიცით. ვილი საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს და ჩვენთან ერთად სამომავლო გეგმები აქვს. ამას დეტალურად უახლოეს მომავალში ერთად განვიხილავთ. თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარის სურვილია“, – განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა „სპორტი იმედზე“–ს ეთერში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები