Accentnews.ge
რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობის საცავებზე დრონებით თავდასხმები გრძელდება

რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობის საცავებზე დრონებით თავდასხმები გრძელდება

09/07/2024 05:46:05 მსოფლიო

რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობის საცავებზე დრონებით თავდასხმები გრძელდება. ამჯერად, შეტევა ვოლგოგრადის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზაზე განხორციელდა.

"წუხელ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა ქალაქ ფროლოვოს ქვესადგურსა და ქალაქ კალაჩ-ნა-დონუში მდებარე ნავთობის საცავში“, - აცხადებს ვოლგოგრადის გუბერნატორი ანდრეი ბოჩაროვი

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა პრაქტიკულად ყოველდღიურად ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ყოველ ჯერზე რუსეთი უკრაინას „ტერორისტულ შეტევებში" ადანაშაულებს.

უკრაინას კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S