09-07-2024 09:36:02 ციტატა
"ევროპასთან დაკავშირებით ტყუილების თქმა უფრო ნეგატიურად მოქმედებს. ძალიან კარგია ის, რომ საქართველოს ეკონომიკა უახლოვდება ევროპულ მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ეს იმის ხარჯზე თუ არის, რომ სამწუხაროდ ევროპის ეკონომიკა დიდი ხანია, წინ არ წაწეულა, ეს ადამიანებს უნდა ვუთხრათ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია და დასავლურ სამყაროს და ევროპას ზურგი უნდა ვაქციოთ, პირიქით - ჩვენი ჩვენი სიმართლე უნდა ვთქვათ, ქვეყნის ეკონომიკაც უნდა განვითარდეს და ევროპული გზაც ურყევი უნდა იყოს“, - ამის შესახებ, ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.