Accentnews.ge
ბაიდენი: აშშ და NATO-ს მოკავშირეები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ახალი ზომების შესახებ გამოაცხადებენ

ბაიდენი: აშშ და NATO-ს მოკავშირეები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ახალი ზომების შესახებ გამოაცხადებენ

09/07/2024 09:03:31 მსოფლიო

შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ და NATO-ს მოკავშირეები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ახალი ზომების შესახებ გამოაცხადებენ. ამის შესახებ აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.

გარდა ამისა, აშშ–ის პრეზიდენტის განცხადებაში საუბარია კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე.

"რუსეთის სისასტიკის შემზარავი შეხსენებაა მოსკოვის სარაკეტო დარტყმები, რომელმაც ათობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, არის მსხვერპლი და ნგრევა კიევის უდიდეს ბავშვთა საავადმყოფოში“, - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ვაშინგტონში NATO-ს სამდღიანი სამიტი იწყება, რომლის ერთ–ერთი მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S