
8 ივლისის რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობა 42–მდე გაიზარდა
09/07/2024 11:41:05 მსოფლიო
8 ივლისის რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობა 42–მდე გაიზარდა.
სამშაბათს დილით, ცნობილი იყო კიევსა და კრივოი როგში 38 დაღუპულის შესახებ. მოგვიანებით, კიევის ქალაქის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შევჩენკოს რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების გაწმენდის დროს კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
8 ივლისს რუსეთის სამხედრო ძალებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტებით მიიტანეს იერიში უკრაინის დედაქალაქ კიევსა და რამდენიმე რეგიონზე. კიევში დაინგრა ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდეტის“ ერთი კორპუსი. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპნენ კლინიკის ექიმი და ერთ-ერთი პაციენტის ნათესავი. დაიჭრა 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი. ნაწილობრივ დაინგრა კერძო სამედიცინო ცენტრი „ადონისიც“, სადაც 9 ადამიანი დაიღუპა. კიევის შევჩენკოს რაიონში სახლის ერთი სადარბაზოს ნგრევის შედეგად დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი. ამავე რაიონში მდებარე სამრეწველო ობიექტის ნგრევამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 7 ადამიანი დაიღუპა სოლომენსკის რაიონში მდებარე ბიზნეს-ცენტრ „დომინოში“.
9 ივლისი უკრაინის დედაქალაქ კიევში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.