Accentnews.ge
სოხუმი საქართველოს ხელისუფლებას ორმხრივი დიალოგის აღდგენას სთავაზობს

სოხუმი საქართველოს ხელისუფლებას ორმხრივი დიალოგის აღდგენას სთავაზობს

17/01/2020 13:30:03 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰუმანიტარულ საკითხზე საქართველოსთან ორმხრივი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობის წინადადებით გამოდის. ანიშნულ წინადადებაზე საუბარია დე ფაქტო უწყების განცხადებაში, რომელშიც მითითებულია, რომ პასუხობს „საქართველოს თანამდებობის პირებისა და აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ქართულ-აფხაზური დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას“.

„ამასთან დაკავშირებით არ შეგვიძლია, არ გამოვხატოთ გაოცება, რომელიც გამოიწვია ინფორმაციამ, რომ საქართველოს მთავრობამ მოულოდნელად გამოთქვა აფხაზურ მხარესთან დიალოგის მზადყოფნა. ჩვენი მხრიდან, გამოვდივართ მოლაპარაკებების ორმხრივი ფორმატის განახლების შესაძლებლობით, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის აფხაზეთის რესპუბლიკის დეიზოლაცია, რეგიონული უსაფრთხოება, ეკოლოგია და სხვა საკითხები, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული ჰუმანიტარული თანამშრომლობის თემატიკასთან. ამასთან ერთად, განსაკუთრებით ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური სტატუსი, რომელიც ეფუძნება აფხაზი ხალხის ნების გამოხატულებას და გამყარებულია აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციით, არ წარმოადგენს რაიმე მოლაპარაკების საგანს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებისვე თანახმად, „აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველოსთან მოლაპარაკებას გაერო-ს ეგიდით 1994-დან 2008 წლამდე აწარმოებდა, რუსეთისა და სხვა ქვეყნების შუამავლობით, რაც დადებითად ისახებოდა გარკვეული პოლიტიკური და დიპლომატიური შედეგების მიღწევაზე“.

დე ფაქტო უწყება ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის მნიშვნელობას:

„ეს არის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ფორუმი, რათა რეგიონში სიტუაცია პროგნოზირებადი იყოს და ასევე შენარჩუნდეს პოლიტიკური დიალოგი აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის. ვფიქრობთ, ჟენევის დისკუსიების ფორმატში დიალოგი სასარგებლოა და გამოვდივართ მისი გაგრძელების წინადადებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ აუცილებლობად აღვნიშნოთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი და დიალოგის სხვა ფორმების მიზანშეწონილობის განხილვა სოხუმსა და თბილისს შორის, შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერება იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც მხარეებს ავალდებულებს, არ გამოიყენონ ერთმანეთის წინააღმდეგ ძალა“.

ცნობისთვის: ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისთან დიალოგის საჭიროების შესახებ განცხადებები გაკეთდა. ქართველი ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აფხაზმა პოლიტიკოსებმა ასლან ბჟანიამ, რომელიც მაღალი ალბათობით დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს და პოლიტიკოსმა სერგეი შამბამ დიალოგისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.

დღეს ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ:

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა და, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ არსებობს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S