
ბელი: კადრების ანალიზი მოწმობს, რომ სარაკეტო დარტყმა იყო გამიზნული და არა საზენიტო რაკეტით გადაჭერის შედეგი
09/07/2024 16:21:03 მსოფლიო
გაეროს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის დენიელ ბელის ცნობით, 8 ივლისს კიევის ბავშვთა საავადმყოფოს არა უკრაინული საზენიტო, არამედ რუსული რაკეტა დაეცა.
ბელის თქმით, სარაკეტო დარტყმის ამსახველი ვიდეოკადრების ანალიზი მოწმობს, რომ სარაკეტო დარტყმა იყო გამიზნული და არა საზენიტო რაკეტით გადაჭერის შედეგი, როგორც ამას კრემლი ამტკიცებს.
ექსპერტების შეფასებით, ერთ-ერთი ვიდეოში მკაფიოდ ჩანს რაკეტის მსხვილი დაბოლოება, რაც მაღალი ალბათობით, ძრავის ფუნქციას ასრულებს და ასეთი რამ საზენიტო რაკეტებს არ გააჩნიათ. გარდა ამისა, კარგად ისმის ფრთოსანი რაკეტებისთვის დამახასიათებელი ხმა, რაც ასევე არ ახასიათებს არცერთ საზენიტო სისტემას. ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ, რაკეტის მოძრაობის ტრაექტორიაზეც - პირდაპირი ფრენა, ფართე კუთხით მეტყველებს იმაზე, რომ აფეთქების მომენტამდე ეს მართვადი ფრენა იყო.
BBC-ის გამოკითხული 5-დან 4 ექსპერტი მიიჩნევს, რომ საუბარია X101 ტიპის საჰაერო ბაზირების რაკეტაზე. ეს შეფასებები სრულ თანხევდრაში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიასთან.
8 ივლისს რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა უკრაინის უმსხვილეს ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს. დარტყმის ქვეშ აღმოჩნა უკრაინის უმსხვილესი ბავშვთა საავადმყოფო.