09-07-2024 20:33:18 ევროპა
8 ივლისს შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაამტკიცა.
როგორც განიმარტა, შვეიცარია უერთდება ევროკავშირის 24 ივნისის გადაწყვეტილებას რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიის გამო სანქციათა პაკეტის გაფართოების შესახებ და შეზღუდვებს კიდევ 69 ფიზიკური და 86 იურიდიული პირის წინააღმდეგ აწესებს.
შვეიცარიის სანქციების სიაში მოხვდნენ ბიზნესმენები, პროპაგანდისტები, შეიარაღებული ძალებისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაზე პასუხისმგებელი პირები.
ამასთან, სანქციები შეეხოთ კომპანიებს, რომლებიც რუსეთის თავდაცვის, ფინანსურ და სამრეწველო სექტორში ოპერირებენ და რომლებიც, მათ შორის, სანქციების თავიდან არიდების პროცესში აქტიურად მონაწილეობენ.
ჯამში, ევროკავშირის სანქციებთან შესაბამისად, შვეიცარიის მიერ სანქცირებული პირების ჩამონათვალში 2200 რუსი ფიზიკური და იურიდიული პირი იქნება.
დამატებით, შვეიცარიამ რუსეთის 4 სამთავრობო პროპაგანდისტულ გამოცემას, RIA Novosti, Izvestia Gazeta, Rossiyskaya Gazeta, Voice of Europe, "უწყვეტი პროპაგანდისა და დეზინფორმაციული კამპანიების" გამო, სარეკლამო შეზღუდვები დაუწესა.