Accentnews.ge
რუსულმა სასამართლომ ნავალნაიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

რუსულმა სასამართლომ ნავალნაიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

09/07/2024 17:07:07 მსოფლიო

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად დააპატიმრა უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Foundation-ის ხელმძღვანელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნის ცოლი იულია ნავალნაია.

მას ბრალად ედება "ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა".

როგორც სამშაბათს განაცხადეს სასამართლოში, გამოძიების მოთხოვნით ნავალნაია ორი თვით დააკავეს. ვადა აითვლება რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრადიციის ან ქვეყნის ტერიტორიაზე მისი დაკავების მომენტიდან.

ბრალდების მიხედვით, ნავალნიას 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნავალნაიას პრესმდივანმა კირა იარმიშმა ბასმანის სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდა „დამსახურების სწრაფი აღიარება“. თავად იულიამ კვლავ მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მას „მკვლელი და სამხედრო დამნაშავე“ უწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S