Accentnews.ge
ბლინკენი: NATO-ს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის ძალიან ძლიერ პაკეტს ნახავთ

ბლინკენი: NATO-ს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის ძალიან ძლიერ პაკეტს ნახავთ

09/07/2024 19:36:23 მსოფლიო

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ NATO-ს სამიტი უკრაინის კავშირებს ალიანსში გაწევრიანების გზაზე კიდევ უფრო გააძლიერებს.

"ბოლო კვირებსა და თვეებში ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ და სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის ძალიან ძლიერ პაკეტს ნახავთ", - ხაზი გაუსვა ბლინკენმა.

მანამდე CNN წერდა, რომ NATO-ს ვაშინგტონის სამიტის დასკვნითი კომუნიკეს წინასწარ ტექსტში ალიანსში უკრაინის გაწევრიანების გზას „შეუქცევადი“ ეწოდება.

სამიტის წინ ალიანსის 32 წევრს შორის მოლაპარაკების საკვანძო მნიშვნელობის საკითხად იქცა ის, თუ რამდენად მყარი გარანტიები უნდა მიეცეს უკრაინას ნატოში გაწევრიანების თაობაზე. დოკუმენტის პროექტი შეიძლება კიდევ შეიცვალოს, მაგრამ მასში ასეთი ფორმულირების არსებობა უკვე ითამაშებს სიგნალის როლს კიევისთვის და მოსკოვისთვის, წერს CNN.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S