Accentnews.ge
რუსებს "კალიბრის" რაკეტა ჩამოუვარდათ საკუთარ ტერიტორიაზე

რუსებს "კალიბრის" რაკეტა ჩამოუვარდათ საკუთარ ტერიტორიაზე

09/07/2024 19:46:51 მსოფლიო

რუსმა სამხედროებმა ყალმუხეთის სოფელ სოლენოეს მახლობლად "კალიბრის" რაკეტა ჩამოაგდეს, იუწყება Astra ინფორმირებული წყაროზე დაყრდნობით.

ტელეგრამ–არხი წერს, რომ არავინ დაშავებულა.

სოფელი სოლენოე ელისტადან 180 კმ-ში მდებარეობს, ხოლო დასახლებიდან უკრაინის საზღვრამდე 300 კმ-ზე მეტია. „კალიბრის“ მაქსიმალური დიაპაზონი სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ 2,5 ათას კმ-ს აჭარბებს. გამოცემის წყაროს ცნობით, ჩამოვარდნილი რაკეტა შესაძლოა გაუმართავი ყოფილიყო.

მედიას ათობით მსგავსი შემთხვევა აქვს დაფიქსირებული. მაგალითად, Astra-ს შეფასებით, წელს რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა სულ მცირე 110 ბომბი ჩამოაგდეს რუსეთის ბელგოროდის რეგიონში, ასევე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S