Accentnews.ge
ჯო ბაიდენი: „უკრაინას შეუძლია და შეაჩერებს პუტინს“

ჯო ბაიდენი: „უკრაინას შეუძლია და შეაჩერებს პუტინს“

10/07/2024 05:20:55 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გააძლიერებს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებით. ბაიდენმა ვაშინგტონში მიმდინარე ნატო-ს სამიტზე, მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას შეუძლია და შეაჩერებს პუტინს.

"პუტინს სურს არაფერი იმაზე ნაკლები, რომ სრულად დაიმორჩილოს უკრაინა და რუკიდან წაშალოს ეს ქვეყანა. უკრაინას შეუძლია და შეაჩერებს პუტინს“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ნატო დღეს ისეთი ძლიერია, როგორიც არასდროს ყოფილა.

როგორც მან აღნიშნა, კიევს ათობით ახალ სისტემას გაუგზავნიან უახლოეს თვეებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S