Accentnews.ge
ბაიდენი: უახლოეს თვეებში აშშ და ჩვენი პარტნიორები აპირებენ, უკრაინას საჰაერო თავდაცვის ათეულობით ტაქტიკური სისტემაც მიაწოდონ

ბაიდენი: უახლოეს თვეებში აშშ და ჩვენი პარტნიორები აპირებენ, უკრაინას საჰაერო თავდაცვის ათეულობით ტაქტიკური სისტემაც მიაწოდონ

10/07/2024 05:48:31 მსოფლიო

თეთრი სახლის ცნობით, გრძელდება მუშაობა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემების გადასაცემად.

როგორც თეთრი სახლის ვებ–საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, უახლოეს თვეებში აშშ და მისი პარტნიორები აპირებენ. უკრაინას საჰაერო თავდაცვის ათეულობით ტაქტიკური სისტემაც (NASAMS, HAWK, IRIS T-SLM, IRIS T-SLS, Gepard) მიაწოდონ.

გარდა ამისა, ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ს წევრი ხუთი ქვეყანა– ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, იტალია, რუმინეთი, ნიდერლანდები – უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს მიაწვდიან. კერძოდ, აშშ, გერმანია და რუმინეთი უკრაინას დამატებით გადასცემენ საჰაერო თავდაცვის სისტემებს Patriot, ნიდერლანდები ამ სისტემების მუშაობისთვის საჭირო კომპონენტებს, ხოლო იტალია დამატებით სისტემას SAMP-T.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებულ შტატებს, გერმანიას, იტალიას, რუმინეთს და ნიდერლანდებს მადლობა გადაუხადა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდამჭერი ძლიერი გადაწყვეტილებისთვის.

9 ივლისს, ვაშინგტონში გაიხსნა NATO–ს სამდღიანი სამიტი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური კავშირის დაფუძნებიდან 75-ე წლისთავს ეძღვნება. სამიტის მთავარი თემაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S