
ელჩი: ახალი ზელანდია უკრაინას 9,8 მლნ დოლარის ოდენობის დახმარებას გაუწევს
10/07/2024 06:32:25 მსოფლიო
ახალი ზელანდია უკრაინას 16 მილიონი ახალი ზელანდიური დოლარის (დაახლოებით 9,8 მილიონი აშშ დოლარი) დახმარებას გაუწევს, – ამის შესახებ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში უკრაინის ელჩმა ვასილი მიროშნიჩენკომ განაცხადა.
მისი თქმით, 6 მილიონი ახალი ზელანდიური დოლარი (3,68 მილიონი აშშ დოლარი) არის სამხედრო დახმარებისთვის, ხოლო 10 მილიონი ახალი ზელანდიური დოლარი (6,12 მილიონი აშშ დოლარი) ჰუმანიტარული დახმარებას მოხმარდება.
"გულწრფელად მადლობელი ვარ ახალი ზელანდიის მთავრობისა უკრაინის შემდეგი დახმარების პაკეტისთვის", - დაწერა დიპლომატმა სოციალურ ქსელში.