
კიევმა რუსეთში გადაყვანილი 730-ზე მეტი ბავშვის დაბრუნება მოახერხა
10/07/2024 08:04:06 მსოფლიო
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთში გადაყვანილი 736 ბავშვის უკრაინაში დაბრუნება გახდა შესაძლებელი. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.
ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკანონოდ გადაყვანილი ბავშვების დაბრუნების საკითხში შუამავალი სახელმწიფო კატარია.
„კატარისთვის პირველი სიების გადაცემიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ჩვენ დავბრუნდით უკრაინელი ბავშვების პირველი ჯგუფი. ეს იყო მცირე ჯგუფი, მაგრამ ამან აჩვენა, რომ კატარს შეუძლია, გავლენა მოახდინოს რუსეთის პოზიციაზე“, - აღნიშნა ლუბინეცმა.
მან ასევე თქვა, რომ კიევი უკვე ემზადება ბავშვების შემდეგი ჯგუფების დასაბრუნებლად, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, რათა "მტერმა არ შეაფერხოს პროცესი“.
2023 წელს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული ნაწილებიდან ადამიანების, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციასთან დაკავშირებით. რუსეთი ტრადიციულად უარყოფს ბრალდებას.