Accentnews.ge
ბრიტანეთის ახალი პრემიერი: პუტინის მიმართ ჩემი გზავნილია: "ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“

ბრიტანეთის ახალი პრემიერი: პუტინის მიმართ ჩემი გზავნილია: "ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“

10/07/2024 09:08:37 მსოფლიო

ბრიტანეთის ახალი პრემიერ–მინისტრი კირ სტარმერი, რომელიც პირველად მონაწილეობს NATO-ს სამიტში, უკრაინას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორი იქნება მისი გზავნილი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ, სტარმერმა შემდეგი განაცხადა:

"ეს სამიტი უნდა განიხილებოდეს, როგორც NATO-ს მოკავშირეების მკაფიო და ერთიანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს უკრაინას და წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას. პუტინის მიმართ ჩემი გზავნილია: "ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“.

9 ივლისს ვაშინგტონში გაიხსნა NATO–ს სამდღიანი სამიტი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური კავშირის დაფუძნებიდან 75-ე წლისთავს ეძღვნება. სამიტის მთავარი თემაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S