
პოლარდი: სტარმერი და ზელენსკი ბრიტანული იარაღის გამოყენების საკითხს განიხილავენ
10/07/2024 09:39:08 მსოფლიო
ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ახალი მინისტრის ლუკ პოლარდის განცხადებით, ვაშინგტონში მიმდინარე NATO–ს საიუბილეო სამიტის ფარგლებში ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი კირ სტარმერი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანული იარაღის გამოყენების საკითხს განიხილავენ.
ლუკ პოლარდის თქმით, ცალკეული ქვეყნების გადასაწყვეტია სამხედრო აღჭურვილობის გამოყენების პარამეტრების დადგენა.
"გაერთიანებული სამეფო უკრაინას აწვდის აღჭურვილობას ისეთი გამოყენების უფლებით, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და ეს ასე დარჩება. ამ საკითხს [იარაღის გამოყენების] სტრამერი და ზელენსკი განიხილავენ ვაშინგტონში", – განაცხადა მან.
ცნობისთვის: უკრაინა ითხოვს, მოეხსნას დასვლეთის მიერ დაწესებული შეზღუდვა და მიეცეს უფლება, გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილში ლეგიტიმურ სამიზნეებზე დასარტყმელად.
9 ივლისს ვაშინგტონში გაიხსნა NATO–ს სამდღიანი სამიტი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური კავშირის დაფუძნებიდან 75-ე წლისთავს ეძღვნება. სამიტის მთავარი თემაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021