Accentnews.ge
ბრიტანეთის პრემიერი: უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენებს ჩვენ მიერ მიწოდებულ შორი მანძილის რაკეტებს

ბრიტანეთის პრემიერი: უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენებს ჩვენ მიერ მიწოდებულ შორი მანძილის რაკეტებს

10/07/2024 09:53:22 მსოფლიო

ბრიტანეთის ახალი პრემიერ–მინისტრი კირ სტარმერი, რომელიც პირველად მონაწილეობს NATO-ს სამიტში, აცხადებს, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენებს ლონდონის მიერ მიწოდებულ Storm Shadow–ს ტიპის შორი მანძილის რაკეტებს.

"გადაწყვეტილებები გაერთიანებული სამეფოს მიერ მოწოდებული Storm Shadow–ების გამოყენების შესახებ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა მიიღონ", – განუცხადა სტარმერმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში, სადაც ალიანსის სამიტი მიმდინარეობს.

როგორც The Giardian წერს, პრემიერის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინელებს მიეცემათ უფლება, ბრიტანული იარაღით დარტყმა რუსეთის ტერიტორიაზეც განახორციელონ.

"გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დახმარება არის თავდაცვითი მიზნებისთვის, მაგრამ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენოს ის ამ თავდაცვითი მიზნებისთვის“, – დასძინა სტარმერმა.

Storm Shadow–ს 250 კმ-ზე მეტი მანძილის დაფარვა შეუძლია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S