სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი 2 300 ლარით დააჯარიმა

10-07-2024 14:01:46 სამართალი

სასამართლომ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 2 300 ლარით დააჯარიმა.

საქმე ეხება მაისში გამართულ აქციას, რა დროსაც გრიგორიადისი პარლამენტთან დააკავეს. მას გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

გრიგორიადისმა წინასწარი დაკავების იზოლატორი 16 მაისს დატოვა. მისი თქმით, დაკავების დროს სამართალდამცავები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ომბუდსმენმა, რომელიც დაკავებულებს შეხვდა ასევე თქვა, რომ გრიგორიადისი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები