
ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა დაადასტურა, რომ უკრაინას შეუძლია Storm Shadow-ის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება
10/07/2024 10:32:52 მსოფლიო
უკრაინას კვლავ შეუძლია, გამოიყენოს ბრიტანული Storm Shadow რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად, განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრმა კირ სტარმერმა.
მან დაადასტურა, რომ ამ საკითხში გააგრძელებს წინა ხელისუფლების პოლიტიკას.
Bloomberg-თან საუბრისას სტარმერმა თქვა, რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენებს დიდი ბრიტანეთის მიერ მიეოწდებულ Storm Shadow–ს.
ამასთან, პრემიერმა გაიხსენა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნები და ხაზი გაუსვა მათი დაცვის აუცილებლობას – რაკეტები თავდაცვითი მიზნებისთვის უნდა იქნას გამოყენებული.