
ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე უკრაინის თავდასხმები გაძლიერდა
10/07/2024 11:00:39 მსოფლიო
წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა უკრაინის დარტყმების სიხშირე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ და მათი ეფექტურობა. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიმოხილვაში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ.
ღია წყაროების მიხედვით, 2022 წლის თებერვლიდან 2024 წლის ივნისამდე უკრაინულმა ძალებმა დააზიანეს ან გაანადგურეს რუსეთის საზღვაო ძალების 26 ხომალდი, რომლებიც მოქმედებდნენ შავი ზღვის რეგიონში. დარტყმები განხორციელდა შავი ზღვის ჩრდილოეთ რეგიონში და აზოვის ზღვაში.
უკრაინის გენერალური შტაბი ოფიციალურად აცხადებს, რომ 28 რუსული ხომალდი და კატარღა და ერთი წყალქვეშა ნავი დააზიანა ან გაანადგურა.
ბრიტანულმა დაზვერვამ დაადგინა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე უკრაინის თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანის სიხშირე და დონე გაიზარდა მიმდინარე წლის განმავლობაში, შეტევების თითქმის ორი მესამედი ამ პერიოდში მოხდა.