Accentnews.ge
ქართული სააღსრულებო სისტემითა და ინოვაციურ რეფორმებით აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტრო დაინტერესდა

ქართული სააღსრულებო სისტემითა და ინოვაციურ რეფორმებით აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტრო დაინტერესდა

10/07/2024 11:49:17 პოლიტიკა, რეკლამა

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აზერბაიჯანელ კოლეგებს საქართველოში სახელმწიფო და კერძო სააღსრულებო სისტემის მოწყობის, საკანონმდებლო რეფორმებისა და სერვისების ციფრული განვითარების კუთხით განხორციელებული რეფორმები გააცნო.

რელიზის მიხედვით, დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ საქართველოს პრაქტიკით სააღსრულებო წარმოებაში თანამედროვე ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მეთოდების დანერგვის შესახებ. მიიღეს ინფორმაცია სააღსრულებო წარმოების ელექტრონული პროგრამის, ელექტრონული აუქციონისა და სერვისების დისტანციური მეთოდით მიღების, პროცესში მომხმარებლების ჩართულობისა და საქმისწარმოების გამჭვირვალობის შესახებ.

აზერბაიჯანი ამ ეტაპზე ახორციელებს რეფორმებს აღსრულების მიმართულებით და მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული გამოცდილების გაზიარება. სტუმრების დაინტერესება გამოიწვია სააღსრულებო წარმოების აუდიტისა და კონტროლის პრინციპებმა, პროცესზე სისტემური ზედამხედველობის განხორციელების გზებმა. საუბარი შეეხო იძულებით წარმოებაში იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დანერგილ მედიაციის პროცესს. სტუმრებს განემარტათ, მედიაციის განხორციელების პრინციპები, წარმოებაში სოციალური მუშაკების როლი და მორიგებით დასრულებული საქმეების წარმატებული შედეგები.

აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, მათ შორის, აღსრულების სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დელეგაციამ უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. გაეცნენ იუსტიციის სამინისტროს რეფორმებს, განსაკუთრებით, ციფრული მმართველობის და მართლმსაჯულების სფეროში. აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტრო რეფორმებს ახორციელებს და სტუმრების განცხადებით, წარმატებული ქართული გამოცდილების გაზიარება მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. სტუმრებმა თბილისის იუსტიციის სახლიც დაათვალიერეს. ადგილზე გაეცნენ იუსტიციის სახლის კონცეფციას, სახელმწიფო სერვისების მიწოდების, ქართულ, ინოვაციურ მოდელს და იმ 500-მდე სერვისის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც იუსტიციის სახლის მომხმარებლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 120 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებშია ხელმისაწვდომი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S