Accentnews.ge
მედია: იტალია უკრაინას 1,7 მილიარდი დოლარის ახალ სამხედრო დახმარებას უმზადებს

მედია: იტალია უკრაინას 1,7 მილიარდი დოლარის ახალ სამხედრო დახმარებას უმზადებს

10/07/2024 12:02:34 მსოფლიო

იტალია ემზადება, აიღოს ვალდებულება უკრაინისთვის 1,7 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გაწევის. ამის შესახებ გამოცემა Corriere della Sera–სთვის გახდა ცნობილი.

მედიის ცნობით, ეს არის იტალიის წილი უკრაინის 40 მილიარდი დოლარის მთლიან დახმარებაში, რომელსაც ნატო განიხილავს.

გეგმის მიხედვით, კონტრიბუციის ნახევარს, რომელიც გადანაწილდება პირდაპირ სამხედრო დახმარებას, მომსახურებასა და წვრთნებს შორის, შეერთებული შტატები განახორციელებს, ხოლო დარჩენილი 20 მილიარდი დოლარი მოდის ალიანსის ევროპულ სახელმწიფოებზე.

სრულმასშტაბიანი ომის პირველ ორ წელიწადში რომი კიევს ყოველ 12 თვეში 1,2 მილიარდი ევროს დახმარებას უწევდა. ახლა იტალია იღებს ვალდებულებას, მეტი გააკეთოს - კონტრიბუცია დაახლოებით 400 მილიონი ევროთი უნდა გაიზარდოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S