Accentnews.ge
5–ნაწილიანი პაკეტი – ცნობილია, რას შესთავაზებს NATO უკრაინას

5–ნაწილიანი პაკეტი – ცნობილია, რას შესთავაზებს NATO უკრაინას

10/07/2024 12:50:29 მსოფლიო

ეს იქნება ისტორიული სამიტი და ალიანსი მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს,–უთხრა ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს.

მისი თქმით, სამიტზე ალიანსის მოკავშირეები შეთანხმდებიან უკრაინისთვის მნიშვნელოვან პაკეტზე.

"უკრაინასთან დაკავშირებით მე ველი, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან არსებით პაკეტზე. ეს მოიცავს შემდეგ ხუთ ნაწილს:

  • ნატოს სარდლობა უზრუნველყოფს უსაფრთხოების კუთხით დახმარებას და წვრთნებს;
  • მხარდაჭერის გრძელვადიანი ვალდებულება;
  • ახალი განცხადებები დაუყოვნებელი მხარდაჭერისთვის, მათ შორის საჰაერო თავდაცვისთვის;
  • ახალი ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებები;
  • მუშაობის გააქტიურება თავსებადობაზე.

ეს ხუთი ელემენტი ერთად წარმოადგენს ძლიერ ხიდს უკრაინისთვის ალიანსში გაწევრიანებამდე და დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები შემდეგ გაიმეორებენ ვალდებულებას, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S