10-07-2024 16:57:32 მსოფლიო
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს სჯერა, რომ აშშ–ის არჩევნების შედეგების მიუხედავად, შეერთებული შტატები ნატოს მტკიცე მოკავშირედ დარჩება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ვაშინგტონში განუცხადა.
მას ამგვარი რწმენის საფუძველს ალიანსისადმი ორპარტიული ფარო მხარდაჭერა აძლევს.
"მჯერა, რომ აშშ დარჩება ნატო–ს მტიკიცე მოკავშირედ ალიანსის მიმართ ფარტო ორპარტიული მხარდაჭერის გამო",– თქვა სტოლტენბერგმა და გამოვიდა შეხსენებით, რომ "აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებში შედის ძლიერი ნატოს არსებობა".