10-07-2024 17:26:51 კავკასია
აშშ სომხეთს ციფრული ტრანსფორმაციისთვის 5 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება. ამის შესახებ USAID-ის ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების მინისტრ მხითარ ჰაირაპეტიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ სომხეთში შეიქმნა აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეებს ეხმარება მართვის მოწმობის, დაბადების და გარდაცვალების მოწმობების აღებაში. სახელმწიფო სერვისების გაციფრულება მოითხოვს უსაფრთხოებას და სანდო ციფრულ სისტემებს, რომელიც კიბერთავდასხმებს გაუძლებს და მკაფიო რეგულაციებით იქნება დარეგულირებული“, - განაცხადა სამანტა პაუერმა.
მისივე თქმით, სომხეთს $5-მილიონიანი მხარდაჭერა დაეხმარება ციფრული ტრანსფორმაციის გაძლიერებაში.
„ეს შექმნის მთავრობისთვის საფუძველს, რათა მან გამოიყენოს ინფორმაცია მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის“, - აღნიშნა მან.
პაუერი სომხეთში 9 ივლისს ჩავიდა.