Accentnews.ge
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია

10/07/2024 13:34:44 პოლიტიკა

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა ჩაატარა და 3 კანდიდატი შეარჩია.

ვიქტორ ახალბედაშვილმა 9 ხმა მიიღო, დავით ბარბაქაძემ – 1, ლალი ბუნტურმა – 0, დარეჯან ბუცხრიკიძემ – 10,გიორგი გაბიტაშვილმა – 11, ალექსანდრე კობაიძემ – 0, ​ანდრონიკ სარიბეკოვმა – 1.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 2024 წლის 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია და არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S