Accentnews.ge
ოსტინი: NATO-ს გაფართოებამ კი არ გამოიწვია პუტინის ომი, პუტინის ომმა გამოიწვია NATO-ს გაფართოება

ოსტინი: NATO-ს გაფართოებამ კი არ გამოიწვია პუტინის ომი, პუტინის ომმა გამოიწვია NATO-ს გაფართოება

10/07/2024 14:31:30 მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, "NATO-ს გაფართოება პუტინის ომმა გამოიწვია". ამის შესახებ მან ვაშინგტონში მიმდინარე ალიანსის სამიტზე განაცხადა.

მან სიტყვით გამოსვლა NATO-ს ისტორიაზე საუბრით დაიწყო.

როგორც მან აღნიშნა, ალიანსის მე–5 მუხლი ისტორიაში პირველად, აშშ–ში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტების შემდეგ ამოქმედდა.

„ჩვენ NATO გვერდით გვედგა და ჩვენც დავუდგებით NATO გვერდით", – განაცხადა ოსტინმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და ალიანსის გაძლიერებას.

"NATO ახლა უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე. NATO-ს გაფართოებამ კი არ გამოიწვია პუტინის ომი, პუტინის ომმა გამოიწვია NATO-ს გაფართოება", – განაცხადა ოსტინმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S